გამთამაშებელი რაჟონ რონდო (35 წლის, 185 სმ) შეუთანხმდა „მემფის გრიზლის“ კონტრაქტის გამოსყიდვაზე.
ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით „ლეიკერსი“ მთავარი ფავორიტია, რათა გამოცდილი გამთამაშებელი საკუთარ შემადგენლობაში დაიმატოს.
რონდოს მიმართ ინტერესს იჩენს „ფილადელფიაც“, რომელსაც სურს მეორე ხუთეული გააძლიეროს რაჟონით. „ფილას“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსია, რომელსაც უკვე აქვს ვეტერან გამთამაშებელთან მუშაობის გამოცდილება – დოკი და რონდო ერთად „ბოსტონში“ მუშაობდნენ და 2008 წელს ნბა-ს ჩემპიონებიც გახდნენ.
„გრიზლისთან’ მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდე იყო და 35 წლის კალათბურთელს მომდევნო სეზონის განმავლობაში შეეძლო 7.5 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა, თუმცა რაჟონს გული მაინც „ლეიკერსისკენ“ მიუწევს, სადაც ის 2020 წელს გახდა ნბა-ს ჩემპიონი.