რონ – აპეტიტ

კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტრ იუნაიტედში დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა გუნდში. ყველა მას ბაძავს, ვარჯიში იქნება თუ კვების რაციონი.

საინტერსო ამბავი უამბო ჟურნალისტებს მანკუნიანელთა სათადარიგო მეკარე ლი გრანტმა. მისი თქმით, ადრე, პარასკევ საღამოს, ვახშამზე, ფეხბურთელები თავს უფლებას აძლევდნენ მცირეოდენი ჩაროზი მიერთვათ: ნამცხვარი, შოკოლადი ასე შემდეგ.

Cristiano Ronaldo takes his diet very seriously to keep in top condition

მაგრამ ამჯერად არც ერთი მოთამაშე გაკარებია ტკბილეულს. მიზეზი? ყველა კრიშტიანუს შესცქეროდა. აბა რა უდევს თეფშზეო. თეფშზე კი პორტუგალიელს მხოლოდ ჯანსაღი საკვები ედო: თევზი, ქათამი, მოხარშული კვერცხი, ავოკადო, სალათები…

ტკბილეული კრიშტიანუს არ მიურთმევია. ასე მოიქცა დანარჩენი გუნდიც…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *