როტერდამის ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური დაპირისპირებები, რომელთა დასრულების შედეგად 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ჩოგბურთელი დაუპირისპირდა – 19 წლის ლორენცო მუზეტი 20 წლის ჟირი ლეჰეჩკას წინააღმდეგ. პირველ სეტში ოდნავ უკეთესად ჩეხი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა – გადამწყვეტ მომენტში ჟირიმ ბრეიკი შეასრულა და 6:3 იმარჯვა.

მეორე პარტიაში უკვე ლორენცო ათამაშდა საუცხოოდ, რომელმაც 1:1-დან ზედიზედ 7 გეიმი მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 3:6 6:1 2:0.

თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ლეჰეჩკაც წაგებას უნდა შეგუებოდა, თუმცა ჩეხმა “გადააწყო” თავისი სათამაშო სტილი, ჯერ უკუბრეიკი შეუსრულა მუზეტის, ხოლო 5-5-ზე გადამწყვეტი ბრეიკიც შეასრულა და მატჩიც მოიგო 6:3 1:6 7:5.

ჟირის ამ ტურნირამდე ATP-ის დონეზე არცერთი მატჩი არ ქონდა მოგებული, როტერდამში კი ჯერ წარმატებით გადალახა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი, ხოლო შემდეგ უკვე ნახევარფინალში გავიდა. ლეჰეჩკამ უკვე გაინაღდა ტოპ ასეულის წევრობა.

null

ტურნირის ნახევარფინალში მისი მეტოქე “მრისხანე” სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელმაც თავისმხრივ კორტიდან “გააქრო” ალექს დე მინორი 6:4 6:3. ბერძელი ავსტრალიელს ურთიერთშეხვედრებში 9:0-ს უგებს.

სატურნირო ბადის ქვედა ნახევარში ფელიქს ოჟე ალიასიმმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ინდიან უელსის მასტერსის მოქმედი გამარჯვებული კამერონ ნორი 7:5 7:6. ორივე სეტში აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, კანადელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეზე ოდნავ უკეთესად იასპარეზა და სწორედ ამის ხარჯზე მიაღწია წარმატებას.

ნახევარფინალურ სტადიაზე ალიასიმის მეტოქე ტურნირზე ანდრე რუბლიოვი იქნება. რუსმა ჩგბურთელმა ყველანაირი დაძაბვის და ნერვიულობის გარეშე 6:4 6:3 სძლია მარტონ ფუქსოვიჩს.

Leave a comment

Your email address will not be published.