როუზ ნამაიუნასმა რემატჩიც მოიგო და ქამარი შეინარჩუნა [VIDEO]

UFC-ს ქალთა დივიზიონის უმსუბუქესი წონის საჩემპიონო დაპირისპირება როუზ ნამაიუნასსა და ვეილი შენს შორის, მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. ნამაიუნასმა აღნიშნული ქამარი სწორედ ვეილის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა, როცა UFC 261-ზე ჩინელი მებრძოლი პირველივე რაუნდში, ბრუტალურად დაანოკაუტა.

დღევანდელი დაპირისპირება კი ნაადრევად არ დასრულდა – 5 რაუნდიანი უკომპრომისო ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ნამაიუნასმა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *