როცა ბარსელონა გიყურებს…

ბარსელონას ხელმძღვანელობა ლონდონის არსენალის შემტევით, გაბრიელ მარტინელით დაინტერესდა და ყატარში საგანგებოდ მიავლინა სკაუტები, ბრაზილიელის საცქერად და შესაფასებლად.

მარტინელი ამიერიდან კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება. ფეხბურთელის ლონდონელებთან კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის. მეთოფეები უკვე რამდენიმე კვირაა მარტინელისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვენ, მაგრამ მოლაპარაკება მუნდიალის დამთავრებამდე შეუძლებელია. მარტინელი წინააღმდეგი არ არის ინგლისში დარჩენისა, მაგრამ მან ბარსელონას ინტერესის შესახებ იცის, რაც სიტუაციას ცვლის.

მიმდინარე მუნდიალზე მარტინელიმ ბრაზილიელთა შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა.

მარტინელი „არსენალში“ ყოფნით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლას გეგმავს  #1TVSPORT - 1TV

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *