“როცა დარბაზში მოვედი, პიმბლეტი უკანა კარიდან გააპარეს” – ილია თოფურია

11 დეკემბერს, წლის ბოლო PPV ივენთი, UFC 282 გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე იბრძოლებს დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია. მატადორი ასევე დაუმარცხებელ ამერიკელს, ბრატის მიტჩელს დაუპირისპირდება.

ამავე ქარდზე იბრძვის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პედი პიმბლეტი. პიმბლეტს თოფურიასთან დაძაბულობა უკვე დიდი ხანი აქვს. მარტში, ლონდონში გამართული ივენთის დღეებში, ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ. დაძაბულობის დაწყენბის მიზეზი კი პიმბლეტის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, რის გამოც პედიმ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

ილია თოფურია და პიმბლეტი, ისევე როგორც სხვა მებრძოლები, ვეგასში, UFC-ს ფიზმომზადების დარბაზში გადიან მომზადების დასკვნით ეტაპს. როგორც ილია თოფურიას დღეს გავრცელებული თვითიდან ვიგებთ, UFC-ს წარმომადგენლები პიმბლეტს თოფურიას არიდებენ:

“როცა დილით დარბაზში მოვედი, მოცდა მომიწია, რადგან მათ პიმბლეტი უკანა კარიდან გააპარეს. მე არ ვარ მჩაგვრელი, არ გჭირდებათ ჩემთვის თავის არიდება. შენ უკვე მოიბოდიშე, თუმცა მე მაინც არ მომწონხარ. მანამ, სანამ ჩემს დანახვაზე შენ არ გააკეთებ რაიმეს, მე შენ არ მაინტერესებ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *