ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს – მისი ცოლიო, ტყუილი ნათქვამი როდია…
აი, მაგალითად, ლონდონის ჩელსის ქალ ფეხბურთელებს, მაგდა ერიკსონსა და პერნულე ჰარდერს ერთმანეთი უყვართ და ვალენტინობის დღეც ერთად გაატარეს. ერთი შვედია, მეორე – დანიელი.
„როცა ერთმანეთს ვაკოცეთ და ის ფოტო ინსტაგრამში დავდეთ, უმალ 20 ათასი გამომწერი მოგვემატა. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ მერე კომენტარებიდან დავასკვენი, რომ მათ ჩვენი ღია და თამამი ურთიერთობა მოსწონთ,“ – ამბობს ჰარდერი.
მაგდალენა ლილი ერიკსენი 28 წლისაა, ჩელსის კაპიტანი და შვედეთის ეროვნული გუნდის წევრია. შვედები კი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ქალთა ნაკრების ჯგუფში არიან. პირველი შეხვედრა გიოტებორგში, შარშან 21 სექტემბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მაგდამ 90 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
თბილისში კი შვედები 7 აპრილს ჩამოვლენ.