“როცა მოგიგებ შავ კოსტუმს ჩავიცვამ” – თოფურია ევლოევს პასუხობს

მოგეხსენებათ, UFC 270-ზე ილია თოფურიას და მოვსარ ევლოების დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ორი დაუმარცხებელი მებრძოლის დაპირისპირება ევლოევის კოვიდით დაინფიცირებამ ჩაშალა. ინგუში მებრძოლის ადგილი კანადელმა ჩარზ ჟორდენმა დაიკავა, მაგრამ გუშინ ბრძოლას თოფურიაც ჩაეხსნა – ქართველ მებრძოლს წონის კლების დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ამ ინციდენტს ინგუში მეტოქე გამოეხმაურა და ილია თოფურია 19 მარტს ლონდონში გამოიწვია

გამოწვევას ქართველმა მებრძოლმა ტვიტერზე უპასუხა: “მოვსარ, გაითვალისწინე, შენი დამხმარე არავინ იქნება, როდესაც გალიაში ჩაგვკეტავენ. შენი დამარცხების დღის პატივსაცემად კი შავ კოსტუმს ჩავიცვამ. იმედია 19 მარტს სრულად ჯანმრთელი იქნები და ამჯერად მაინც გამოჩნდები.”

 

Leave a comment

Your email address will not be published.