ჯეკ გრილიშმა მანჩესტერ სიტიში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. გრილიში სიტის საუკეთესო ფეხბურთელი (რბილად რომ ვთქვათ) ჯერ ვერ არის და ერთ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება:
„როცა შენში 100 მილიონ გირვანქას იხდიან, ძალაუნებურად ჩავარდები სიტუაციაში, როცა გეკითხებიან: სადაა გოლები? სადაა ასისტები? არის კითხვები, მართლა ხარ ამხელა ღირებულების თუ არა.
…ამას ვხვდები, მაგრამ წნეხში არ ვარ. პირიქით ვცდილობ, ეს სიტუაცია პრივილეგიად მივიღო. იმედი მაქვს, რომ მანჩესტერ სიტის მადლობას გადავუხდი გოლებით და მოპოვებული ტიტულებით“.
გრილიშმა ასევე აღნიშნა, რომ შარშან ახლოს იყო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან.
და ინგლისის ნაკრებზეც, რომელმაც ევროპის ჩემპიონობის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. გრილიში ამბობს, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონობის იმედი აქვს:
„რა თქმა უნდა, ჩემპიონობა შეგვიძლია, მაგრამ ასე ჯდომას და საუბარს არ ვაპირებ, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით. ევროპაზე კარგი თამაში თავდაჯერებას გვმატებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რთული იქნება“. (Sky Sports)