როჯერ ფედერერი და სიია კოლისი დაძმობილდნენ

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სიია კოლისი ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა და მეგობარს, მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდას როჯერ ფედერერს ესტუმრა.

ფედერერი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთგული ქომაგია. ჯერ კიდევ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიოს თასზე მან ბოკეს მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა. ამ გუნდის ასეთი სიყვარული შემთხვევითი არ არის. როჯერის დედა სამხრეთ აფრიკაში გაუტენგის პროვინციაში დაიბადა. ამასთან ერთად, ფედერერი მრავალი წელიწადია მხარს უჭერეს შვეიცარულ-სამხრეთაფრიკულ საქველმოქმედო ინიციატივას – IMBEWU.

სიია კოლისისა და როჯერ ფედერერის მეგობრობა კი, 2020 წელს დაიწყო, როცა სამხრეთაფრიკელთა კაპიტანმა ფედერერს რაფაელ ნადალთან მატჩის წინ ბოკეს კვართი აჩუქა.

კოლისი როჯერთან და მის მშობლებთან ერთად ციურიხის ქუჩებში სეირნობს.

Leave a comment

Your email address will not be published.