როჯერ ფედერერი: „დღეს ჩემი დღე არ იყო“

ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/8 ფინალში კანადელმა ფელიქს ოჟე ალიასიმმა სენსაციურად დაამარცხა როჯერ ფედერერი 4:6 6:3 6:2 და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

21 წლის ოჟემ მიმდინარე სეზონში მეორედ მოუგო ტოპ 10-ის ჩოგბურთელს, კარიერულად კი მისი ბალანსი ასე გამოიყურება 4:15 (ტოპ 10-თან).

ფედერერმა ჰალეში პირველად 2000 წელს ითამაშა და კარიერაში, ჯამში 10-ჯერ მოიგო გერმანიაში გამართული ბალახის საფაროვანი ტურნირი.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, როჯერს ჰალეში 8 წაგება დაუგროვდა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ჰალეში პირველად წააგო 1/4 ფინალზე ადრეულ სტადიაზე.

null

ფედერერმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე 2,5 საათი დააგვიანა, თუმცა საბოლოოდ მაინც გამოცხადდა ჟურნალისტებთან სასაუბროდ.

„ მე დიდი დრო დამჭირდა, რათა გონს მოვსულიყავი მესამე სეტში. სამწუხაროდ „გამოფხიზლება“ დავაგვიანე და ამისთვის დავისაჯე კიდეც.
დღეს ჩემი დღე ნამდვილად არ იყო. ვერაფერს ვიზავთ. კარიერაში დაახლოებით 1500 მატჩი მაქვს ჩატარებული და ალბათ სადღაც კიდევ მქონდა ასეთი ცუდი განწყობა, როგორც დღეს.
პოზიტიური ის გახლავთ, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და მე ისევ კარგ ხასიათზე ვიქნები.“

null

ჟურნალისტთა კითხვებს პასუხი გასცა ბედნიერმა ფელიქს ოჟე ალიასიმმაც .

„ეს ჩემთვის ფანტასტიკური გამარჯვებაა, რომელსაც საერთოდ არც ველოდი.რათქმაუნდა მინდოდა რომ მომეგო, თუმცა როცა იცი რო ბალახის საფარზე როჯერს ხვდები, აინდამაინც მოგებას ვერ დაგეგმავ.
რატომღაც სულ მეგონა, რომ სანამ მე პროფესიონალურ კარიერას დავიწყებდი, მანამდე ფედერერი კარიერას დაასრულებდა. ჯერკიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც შვეიცარიელი უკვე დიდი სლემის ტურნირებს იგებდა.
ეს დღე ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო როჯერთან ერთად კორტზე ყოფნა, მისი დამარცხება კი რაღაც წარმოუდგენელი.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *