დასრულდა მორიგი საჩოგბურთო სეზონი და ATP TOUR-ზე ბევრი ახალი რეკორდიც დამყარდა.
40 წლის როჯერ ფედერერმა სეზონი მე-16 ჩგნის სტატუსით დაასრულა და ტოპ 100-ის ყველაზე ხანშიშესული ჩოგბურთელია.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 21-ე სეზონი დაასრულა რეიტინგის ტოპ 20-ში(პირველად ტოპ 20-ში 2001 წლის თებერვალში შევიდა).
2021 წლის სეზონი ATP-ის ტოპ 100-ში ჯამში 31-მა ისეთმა ჩოგბურთელმა დაასრულა, რომელთა ასაკიც 30+ წელია.
ტოპ 100-ის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი 32-ე ჩგანი კარლოს ალკარასია. ესპანელი მხოლოდ 18 წლისაა.
კარლოსის გარდა ტოპ 100-ში მხოლოდ ერთი თინეიჯერია – 19 წლის ლორენცო მუზეტი. იტალიელი ჩგბურთელი 19 წლისაა.