როჯერ ფედერერი: „ჩვენც ადამიანები ვართ“

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა საკუთარი აზრი გამოთქვა სპორტსმენთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„ჩემი პროფესიონალური კარიერის სტარტზე, საწყისი 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ ვიყავი დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში, თუმცა დღეს უკვე თითქმის წარმოუდგენელია მის გარეშე ცხოვრება.

როდესაც პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, უნდა შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ შენ ყველა ქმედებას შეაფასებენ, გაუკეთებენ კომენტარს.
10 დადებითი კომენტარის შემდეგ აუცილებლად იქნება მე-11 – უარყოფითი კომენტარი და ცუდი ის არის, რომ შენ ფოკუსირებას იმ ცუდზე აკეთებ.

null

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმ სპორტსმენების ყურება, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, არაფერი არ მინდა იმ მომენტში, მაგრამ ვცდილობ მსოფლიო პრესის წარმომადგენელთა კითხვებს ვუპასუხო. ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ჩვენც ადამიანები ვართ“ – ციტირებს ფედერერის სიტყვებს World USA.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *