8 აგვისტო – როჯერ ფედერერის დაბადების დღეა. შვეიცარიელი მაესტრო 40 წლის გახდა.
ფედერერი – მსოფლიო მე-9 ჩოგანია. იგი ერთადერთი 40 წლის ჩოგბურთელია მსოფლიო რეიტინგის ტოპ 100-ში (WTA, ATP).
შვეიცარიელს კარიერაში 20 გრანდ სლემის ტიტული აქვს მოგებული (იყოფს 1-3 ადგილებს რაფა ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან).
ფედერერს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული „უიმბლდონი (8) და ამერიკის ღია პირველობა (5). იგი ერთადერთი კაცი ჩოგბურთელია, რომელსაც 2 სხვადასხვა დიდი სლემის ტურნირზე 100 მატჩზე მეტი აქვს მოგებული.
როჯერმა კარიერის განმავლობაში 103 ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯიმი კონორსს ჩამორჩება (109).
შვეიცარიელი ჩგბურთელი 310 კვირის განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიო რეიტინგს. 2021 წლის მარტში მისი რეკორდი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოხსნა.
ფედერერს ასევე მოგებული აქვს დევისის თასი და ოლიმპიური ოქრო წყვილთა თანრიგში (2008 წელი, პეკინი).