რუდიგერისთვის ბრძოლაში ბაიერნიც ჩაერთო – ორჯერ მეტი ხელფასი!

ტონი რუდიგერი ჩელსის შეთავაზებული პირობებით რომ უკმაყოფილოა, ამაზე დავწერეთ.

ლონდონელთა ცენტრალური მცველი წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს, ის კი ხელფასის მაქსიმალურად მომატებას ცდილობს. როგორც თავისუფალი აგენტი, რეალს ის ძალიან სურს, BILD-ის ინფორმაციით კი, საქმეში ბაიერნიც ჩაერთო.

მიუნხენელები მზად არიან ტონის წელიწადში 12 მილიონი ევრო შესთავაზონ. რეკორდმაისტერს გერმანელი მცველის დამატება იმიტომაც სურს, რომ დიდი შანსია ნიკლას ზულემ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

რაც შეეხება რუდიგერს, ის ჩელსიში დარჩენას ამჯობინებს, თუ ხელფასს ისინიც გაუორმაგებენ…


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *