ბოლო დროს ანტონიო რუდიგერის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება. გერმანელი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული.
იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ცნობით, ფეხბურთელი ახლოს არის მადრიდის რეალთან წინასწარი კონტრაქტის შეთანხმებასთან. მოგეხსენებათ დიდი ხანია, რაც რეალი 28 წლის მცველის გადაბირებას ცდილობს და ბლანკოსი მიზანთან ახლოს არის.
შეგახსენებთ, რომ რუდიგერს ჩელსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ცნობისთვის, რეალის გარდა მისით ბაიერნი და პსჟ-ც არიან დაინტერესებულები.
რუდიგერი ჩელსიში 2017 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა. იგი დროთა განმავლობაში უმატებდა და დღეს პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მიმდინარე სეზონში რუდიგერმა 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.