რუდი გობერი:“ჩემს ნაცვლად ჩემი სტატისტიკა ლაპარაკობს“

უკანასკნელი დღეების განმავლობაში „იუტას“ ცენტრი რუდი გობერი არაერთხელ გახდა ბულინგის მსხვერპლი. „მინესოტას“ კალათბურთელები ენტონი ედვარდსი და პატრიკ ბევერლი ჯიუტად ამტკიცებდნენ რომ ფრანგი არცთუ ისე კარგი დამცველია და ტყუილად აქვს მიღებული სამჯერ NBA-ს საუკეთესო დამცველი ტიტული.

დღეს გამთენიისას „იუტამ“ სტუმრად დაამარცხა „ფილადელფია“ 118:96, ხოლო რუდიმ მოედნიდან „გააქრო“ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ჯოელ ემბიდი. გობერის ანგარიშზე გახლდათ 17 ქულა, 21 მოხსნა და 2 დაფარება.

„იქცა თუ არა „მინესოტას“ კალათბურთელების ასეთი ჭორაობა ჩემს მოტივაციად? მე ყოველ მატჩზე უდიდესი მოტივაციით გავდივარ. რატომღაც ზოგიერთებს უყვართ, ასე უმიზეზოდ რომ დამესხან ხოლმე თავს. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას.
ჩემს მაგივრად ლაპარაკობს ჩემი ნაჩვენები თამაში და სტატისტიკა. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მივეხმარო ჩემს თანაგუნდელებს და ამ პროცესით მივიღო სიამოვნება“ – განაცხადა გობერმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

null

თავისი კალათბურთელი დაიცვა „იუტას“ მწვრთნელმა ქვინ სნეიდერმა: „ყველა ჩვენი მეტოქე მატჩის წინ ცდილობს ააგოს შეტევითი სათამაშო სქემები ისე, რომ რამენაირად მათი ბურთიანი კალათბურთელი რუდი გობერს აცდეს.
იგი არამხოლოდ ჩემს გუნდში, არამედ მთელს ლიგაში საუკეთესო დამცველია, როგორც იზოლაციაში დატოვებისას, ასევე 3 წამიან ზონაში.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *