რუნი: ადვილია მწვრთნელი დაადანაშაულო

 

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ კლუბში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

“მანჩესტერის სათავეში ძალიან კომპეტენტური ხალხია, რომელიც გუნდის მომავალს ზუსტად განსაზღვრავს – სულშერთან თუ სულშერის გარეშე.

მოთამაშეებმა კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვან. მწვრთნელის დადანაშაულება მარტივია. ფეხბურთელები დიდ ხელფასს იღებენ და, ვფიქრობ, ყველაფერს კარგად არ აკეთებენ.

გუნდში მსოფლიო დონის ათლეტები თამაშობენ და დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. როცა მანჩესტერი აგებს, მათ თავი ცუდად უნდა იგრძნონ.

იქ დიდი მოთხოვნები და ძლიერი წნეხია. ბევრ მოთამაშეს ვხედავ, რომელსაც დაცვაში თამაში არ სურს, არ უნდათ ყველაფერი მოედანზე დატოვონ. ეს მიუღებელია. ეს მწვრთნელის შეცდომაა თუ ფეხბურთელების? არ ვიცი,” – თქვა დერბის მწვრთნელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *