დერბი ქაუნთის დამრიგებელ უეინ რუნის ევერტონის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს.
მერსისაიდელთა ამჟამინდელ თავკაცს, რაფა ბენიტესს, სკამი აქვს მორყეული. ბოლო 10 მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო, შვიდი წააგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა.
ევერტონის ხელმძღვანელებს რუნისთან არაოფიციალური შეთანხმება აქვთ, თუ ბენიტესმა უახლოეს ხანში ვითარება ვერ გამოასწორა, გუნდს რუნის ჩააბარებენ.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერა რუნიმ სწორედ ევერტონში დაიწყო.