რუნი მორიგ სკანდალში ნახევრადშიშველ ლამაზმანებთან ერთად

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, ამჟამად კი დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი,  მორიგ ხათაბალაში გაეხვა.

სოლფორდ სიტისთან (1:2) ამხანაგური მატჩის შემდეგ, რუნი რამდენიმე მეგობართან ერთად გასართობად წავიდა. ცოტა ხანში სოციალურ ქსელში ფოტოები გამოჩნდა, სადაც რუნის სასტუმროს ნომერში სკამზე სძინავს, იქვე კი სამი ნახევრადშიშველი გოგონა კეკლუცობს. ესენი მოდელები ტაილერ რაიანი, ელიზ მელვინი და ბრუკ მორგანი არიან. სწორედ მათ გაასაჯაროვეს ფოტოები.

No description available.

ამ ამბვმა რუნი აღაშფოთა და პოლიციაში იჩივლა – ფოტოები დაუკითხავად გადამიღეს და შანტაჟის მსხვერპლი ვარო.

გამოძიებაც უკვე დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ რუნი 2008 წლიდანაა დაქორწინებული კოლინ მაკლაფინზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

No description available.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *