ცნობილია, რომ მსოფლიოს რაგბიმ და რაგბი ევროპამ რუსები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა და წევრობა შეუჩერა. შესაბამისად რაგბი ევროპა 10 მარტს მიიღებს გადაწყვეტილებას რა მოუხერხოს რუსეთის ნაკრებს 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე. ვარიანტი სამია. თუმცა, რეალური მხოლდოდ ორია.
პირველი: რაგბი ევროპა ძალაში დატოვებს რუსეთის ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგებს. ხოლო დარჩენილ სამ შეხვედრაში (საქართველო, პორტუგალია, ნიდერლანდები) წაგებას ჩაუთვლის ანგარიშით 28:0. ამ შემთხვევაში ბორჯღალოსნები ყველასგან მიუწვდომელი გახდებიან და მსოფლიოს თასზე პირველი ადგილით გავლენ.
მეორე: რაგბი ევროპას შეუძლია რუსეთის ნაკრების ნათამაშები ყველა მატჩის შედეგი გააუქმოს. საზიანო ჩვენთვის არც ეს გადაწყვეტილება იქნება. ასეთ გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის რუმინეთის ნაკრები, რადგან ამ შემთხვევაში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
რუსებს იმედი აქვთ, რომ თამაშებს ივნისისთვის გადაუტანენ, თუ იმ დროისთვის სანქცია მოხსნილი ექებათ. ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.