რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. რუსებს ამიერიდან სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი დიკ მუირი გაწვრთნის, რომელიც 2008-2011 წლებში სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პიტერ დე ფილიერსის ასისტენტი იყო.
დიკ მუირის ბოკეს შემადგენლობაში ხუთი კეპი აქვს მოხვეჭილი. მის ანგარიშზე ორი ლელოა. 2005-2008 წლებში დიკი ნატალ შარქსს წვრთნიდა. 2007 წელს შარქსი ზე რაგბის ფინალში გავიდა. ბოკემ კი, 2009 წელს სამი ერის გათამაშება მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დიკ მუირი რუსეთის ნაკრებისთვის მესამე სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი იქნება. 2001-02 წლებში რუსებს ჯეიმზ შტოფბერგი წვრთნიდა. ხოლო, 2006 წელს – ბლიკის გრიუნვალდი.