რუსეთის ტრიუმფი ბილი ჯინ კინგის თასზე

2020 წლამდე ქალთა ყველაზე უფრო პრესტიჟული სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირი ფედერაციის თასის სახელს ატარებდა, თუმცა, სექტემბერში ტურნირმა შეიცვალა როგორც ფორმატი, ასევე დასახელებაც.

ახალი ფორმატით ტურნირზე მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანმა 12 ნაკრებმა მიიღო, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ (თითოეულ ჯგუფში 3 ) და ნახევარფინალში პულების გამარჯვებულები გავიდნენ.

სახელი – ფედერაციის თასი ისტორიას ჩაბარდა, მის ნაცვლად კი ტურნირს ბილი ჯინ კინგის თასი დაერქვა (მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი და ლეგენდარული ქალი ჩოგბურთელი).

2021 წლის ბილი ჯინ კინგის თასის ტურნირის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომელიც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ასპარეზობდა ამ ტურნირზე – ანასტასია პავლუჩენკოვა, დარია კასატკინა, ვერონიკა კუდერმეტოვა, ეკატერინა ალექსანდროვა, ლუდმილა სამსონოვა, კაპიტანი – იგორ ანდრეევი.

null

ჯგუფურ ეტაპზე რუსეთამა 3:0 დაამრცხა კანადა, ხოლო ფრანგებს 2:1 სძლია. ნახევარფინალურ სტადიაზე იგორ ანდრეევის გუნდმა 2:1 მოუგო ამერიკას, ფინალში კი ჯერ დარია კასატკინამ 6:2 6:4 მოუგო ჯილ ტაიხმანს, ხოლო შემდეგ ლუდმილა სამსონოვამ მძიმე ბრძლაში 3:6 6:3 6:4 სძლია შვეიცარიის პირველ ჩოგან ბელინდა ბენჩიჩს და საჩემპიონო ქულა მოუტანა საკუთარ ქვეყანას (რუსეთი – შვეიცარია 2:0, მესამე, წყვილთა მატჩის გამართვა აღარ გახდა საჭირო).

null

რუსეთმა მეხუთედ მოიგო თასი – 2004 , 2005, 2007, 2008 და 2021 წლებში. ამ მაჩვენებლით ისინი მხოლოდ 3 ქვეყანას ჩამორჩებიან – ავსტრალია 7 ტიტული, ჩეხეთი – 11, ამერიკა – 18.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *