რუსეთმა დევისის თასი მესამედ მოიგო

დასრულდა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელი პრესტიჟული ტურნირი. დევისის თასის ფინალში რუსეთმა 2:0 დაამარცხა ხორვატია და ტრიუმფით დაასრულა საჩოგბურთო წელი.

პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და ბორნა გოიო გამოვიდნენ. ხორვატი ჩოგბურთელი რეიტინგის მესამე ასეულის ბოლოში იმყოფება(N281), თუმცა დევისის თასის ფინალურ ტურნირზე უკვე სამი გამარჯვება ქონდა მოპოვებული ტოპ 75-ის წარმომადგენლებთან.

რუსმა უდიდესი კონცენტრაციით ითამაშა და შეხვედრა ორ სეტში 6:4 7:6 მოიგო. გამარჯვებულის ბედი კლასში სხვაობამ გადაწყვიტა – ბორნას მთელი შეხვედრის განმავლობაში არცერთი ბრეიკპოინტი არ ქონია, ანდრეიმ კი 8 შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა მოგებისთვის.

null

მეორე მატჩში დანილ მედვედევს და მარინ ჩილიჩს შორის შედგა. ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო – ჩოგბურთელებმა დამაჯერებლად მიიყვანეს პარტია ტაიბრეიკამდე, სადაც მსოფლიო რეტინიგის მეორე ჩოგანმა მესამე სეტპოინტის რეალიზებით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა მატჩში.

მეორე სეტში ბრძოლა თითქმის აღარ ყოფილა – მედვედევმა 29 წუთში ორჯერ აიღო ხორვატის ჩაწოდება და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 7:6 6:2.

რუსეთსა და ხორვატიას შორის ანგარიში 2:0 გახდა და წყვილთა თანრიგის მატჩის ჩატარებამ აზრი დაკარგა.

რუსეთმა არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო დევისის თასი.

2002 წელი რუსეთი – საფრანგეთი 3:2

2006 წელი რუსეთი არგენტინა 3:2

2021 წელი რუსეთი ხორვატია 2:0

რუსმა ჩოგბურთელებმა მიმდინარე სეზონში ფანტასტიკური შედეგები აჩვენეს სანაკრებო დონეზე. მამაკაცთა ტურზე მოიგეს ATP CUP და დევისის თასი, ხოლო ქალთა ტურზე ბილი ჯინ კინგის თასი. რუსებს ასევე ისტორიული შედეგები ქონდა ტოკიოს ოლიმპიადაზე.

null

ანდრეი რუბლიოვმა სეზონი 53 გამარჯვებით დაასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. 24 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოახერხა სეზონის ტოპ 5-ში „დაფინიშება“. 2021 წელს ანდრეიმ მოიგო როტერდამის ტურნირი, ორჯერ ითამაშა მასტერსის ფინალში (მონტე-კარლო, ცინცინატი). სანაკრებო დონეზე მოიგო დევისის თასი და ATP CUP,ხოლო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა მიქსტში.

null

ისტორიული სეზონი ქონდა ასევე დანილ მედვედევს – რუსმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი (ამერიკის ღია პირველობა), ასევე იმარჯვა კანადის მასტერსზე, მალიორკას და მარსელის საჩოგბურთო ტურნირებზე. დანილმა ფინალური შეხვედრები წააგო ავსტრალიის ღია პირველობაზე, პარიზის მასტერსზე და შემაჯამებელ ტურნირზე.

მედვედევმა სეზონი 63 მატჩის მოგებით დაასრულა, რაც ATP TOUR-ზე საუკეთესო შედეგია. რუსი ჩოგბურთელი რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს, ჩამორჩება რა მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *