ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დასრულდა დევისის თასის უკანასკნელი მეოთხედფინალი. რუსეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო შვედეთს 2:0 და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა.
პირველები კორტზე ანდრეი რუბლიოვი და ელიას იმერი გამოვიდნენ. რუსმა ჩოგბურთელმა საწყისი სეტი საკმაოდ იოლად, ორბრეიკიანი უპირატესობით 30 წუთში მოიგო – 6:2.
მეორე პარტია გაცილებით უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა – შვედმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ელიასმა ვერ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი და ანდრეის საშულაება მისცა ჯერ ანგარიშის გათანაბრების ხოლო შემდეგ უკვე წინ გასვლისაც.
8 ნათამაშები გეიმის შემდეგ რუბლიოვი უკვე მატჩზე აწვდიდა(5:3), თუმცა სწორედ აქ დაეწყო რუსს ჩავარდნა – ზედიზედ 4 გეიმი წააგო და მასთან ერთად სეტიც 5:7.
მესამე, გადამწყვეტი სეტი ნერვული გამოდგა – ანდრეი ფლობდა მცირე სათამაშო უპირატესობას, თუმცა ბრეიკის შესრულებას ვერ ახერხებდა. მე-7 და მე-9 გეიმებში იმერმა კამში 7 ბრეიკპოინტი მოიგერია და დიდი წვალებით მიიყვანა მატჩი გადამწყვეტ ტაიბრეიკამდე.
რუსმა ჩოგბურთელმა მობილიზება შეძლო – „საჩოგბურთო ლატარეა“ 7:3 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც – 6:2 5:7 7:6.
მეორე შეხვედრაში დანილ მედვედევი მიქაელ იმერს დაუპირისპირდა (ელიასის ძმა). მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს არანაირი პრობლემა არ შექმნია – რუსმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი 6:4 მოიგო და საკუთარი ქვეყანა 1/2 ფინალში გაიყვანა.
ნახვეაფინალური სტადია
ხორვატია – სერბეთი
რუსეთი – გერმანია