რუსეთმა ხასიათი გამოიკეთა

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. ბელგიასთან უსახური ფეხბურთის და მარცხის შემდეგ, რუსეთის ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 1:0  გაიმარჯვა.

პირველ ნახევარში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. სკანდინავიელებმა გაიტანეს კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ფინელთა მეკარემ ჰრადეცკიმ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ნახევრისთვის დამატებულ მეორე წუთზე გავიდა. მირანჩუკმა ძიუბასთან კედელი გაითამაშა, საჯარიმოში შევიდა და ტექნიკური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარმა რუსთა უპირატესობით ჩაიარა. ჩერჩესოვის შეგირდებმა 3 ქულა აიღეს და პლეი-ოფში გასვლის შანსი გაიზარდეს.

მესამე ტურში რუსეთი დანიას შეხვდება, ფინეთი კი ბელგიას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *