რუსეთში ბაბუა და შვილიშვილი ქალ მებრძოლს ოქტაგონზე დაუპირისპირდა [VIDEO]

რუსული საბრძოლო ორგანიზაცია, Epic FC, აგრძელებს აბსურდული ბრძოლების მოწყობას. ამჯერად ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 3 ადამიანი გამოვიდა – ბაბუა და შვილიშვილი ქალი მებრძოლის წინააღმდეგ.

75 წლის მამაკაცი, ზედმეტსახელად “ბაბუა სპარტაკი”, თავის 18 წლის შვილიშვილთან, “დიდ ბობთან” ერთად 28 წლის ქალ მებრძოლს, იულია მიშკოს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია რომ ბაბუასა და შვილიშვილის წონა ჯამში 137 კგ იყო, ხოლო იულიას 130 კგ. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, სპარტაკი და ბობი დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდა იულიას, ეს უკანასკნელი საკმაოდ ეფექტურად იგერიებდა მეტოქეების შეტევებს. ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ფრედ დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published.