რუსეთში დაბადებულ – გაზრდილი მოსკოვის დინამოს ქართველი ფეხბურთელი საბა საზონოვი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
საზონოვი სანკტ პეტერბურგის ზენიტის აღზრდილია და 2021 წლიდან მოსკოვის დინამოში თამაშობს. 20 წლის მცველმა მოსკოველთა მაისურით ამ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დინამოში ლუკა გაგნიძეც თამაშობს, რომელიც 21 წლამდელთა გუნდში ასევე გამოძახებულია.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები სექტემბერში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის შეგირდები 24 სექტემბერს პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდებიან, 27-ში კი თურქეთისას.