რუსმა მებრძოლმა გამარჯვება უცნაური ტაქტიკით მოიპოვა [VIDEO]

2013 წელს, M1 Global-ის ფარგლებში გამართული ორთაბრძოლა მიხაილ გაზაევსა და კონსტანტინ გლუჰოვს შორის საკმაოდ უცნაურად წარიმართა. რუსმა მიხაილ გაზაევმა, ბრძოლა ჩამუხლულმა დაიწყო და ასეც აგრძელებდა, რათა მეტოქე არალეგალურ დარტმაზე გამოეჭირა. წესებით, როცა მებრძოლის სხეულის სამი წერტილი პარტერს ეხება, მოწინააღმდეგეს არ შეუძლია მისთვის თავში ფეხის დარტყმა. გაზაევის ეს ტაქტიკა თავიდან არ ამართლებდა, თუმცა მესამე რაუნდის მიწურულს როგორც ჩანს გლუჰოვს ნერვებმა უმტყუნა და ჩამუხლულ რუსს თავში ფეხი ძლიერად ჩაარტყა. გამარჯვებაც ავტომატურად გაზაევს დარჩა.

Leave a comment

Your email address will not be published.