რუსმა მებრძოლმა ტაჯიკი გამოიწვია, მან კი მაშინვე ჭიდაობა დაიწყო [VIDEO]

რუსული საბრძოლო ორგანიზაცია, Hardcore MMA, ცნობილია არასტანდარტული და უცნაური ბრძოლების ორგანიზებით. Hardcore MMA-ში ასევე ხშირია ფიზიკური დაპირისპირებები პრესკონფერენციებზე, აწონვებზე და ა.შ. არც მათი ერთ-ერთი ბოლო ივენთი იყო გამონაკლისი.

Tik tok-ის ვარსკლავად ქცეული, საიმუმინ მადიევი, ანტონ კოლჩეგანოვს დაუპირისპირდა, რომელიც მეორე რაუნდში, ხელის მტკივნეულით დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, რუსი მებრძოლი, ფადირ იდულაევი ოქტაგონზე ამოვიდა და მადიევი გამოიწვია, რაზეც ტაჯიკ მებრძოლს მყისიერი პასუხი ჰქონდა – იგი იდულაევს ფეხებში შეუვარდა და ეფექტური თეიქდაუნიც გაუკეთა. ისინი მალევე გააშველეს და ბრძოლაზეც იქვე შეთანხმდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.