ყველას გვინახავს ბრძოლები რინგზე, ოქტაგონზე, ტატამზე… ამერიკაში ღია სივრცეში, მინდორზეც კი ეწყობა MMA-ს ბრძოლები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულალური გახდა ასევე შიშველი მუშტებით ორთაბრძოლაც… თუმცა რუსეთში სრულიად ინოვაციურ სტილს ჩაეყარა საფუძველი – ბრძოლა სატელეფონო ჯიხურში.
პოპულარულმა რუსულმა იუთუბ არხმა, Punch Club-მა, რომელიც სხვადასხვა სახის საბრძოლო დაპირისპირებებს ატარებს, სატელეფონო ჯიხურში ჩხუბის პირველი ეპიზოდი მიმდინარე თვის დასაწყისში გამოუშვა, თუმცა ამ ეპიზოდში ბრძოლა ხელთათმანებით მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მოერე ნაწილში კი წესები უფრო ბრუტალური გახდა – მეტოქეები ერთმანეთს შიშველი მუშტებით უპირისპირდებოდნენ. ბრძოლა 3 ერთწუთანი რაუნდისგან შედგებოდა.