რუსული პრესა: კვარაცხელია კარიერას მილანში გააგრძელებს

ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერას მილანში გააგრძელებს. ინფორმაცია Sports.ru-მ გაავრცელა და შემდეგ იტალიურ ვებ-გვერდებზეც დაიწერა. აღნიშნულ წყაროში ისიც წერია, რომ როსონერიმ ტრანსფერი გუნდის ყოფილი მცველის კახა კალაძის დახმარებით გაჩარხა. ამ თემაზე დანარჩენი დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საკმაოდ ბევრ გუნდს დაუკავშირეს. იუვენტუსი, ნაპოლი, ლივერპული, ბაიერნი და ბოლოს მიუნხენგლადბახის ბორუსიაც.

წინა სეზონში ხვიჩამ რუბინის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *