“საავადმყოფო უკვე დავტოვე” – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

მოგეხსენებათ, ხვალ გამთენიოს გასამართ ივენთზე, ილია თოფურიას რიგით მე-4 ბრძოლა უნდა გაემართა UFC-ში. თავდაპირველად მას მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ბერძოლა, თუმცა ინგუში სპოტსმენი ბრძოლას 3 კვირით ადრე, კოვიდ ინფიცირების გამო გამოეთიშა. იგი კანადელმა ჩარლზ ჟორდენმა ჩაანაცვლა, თუმცა აწონვების დღეს ამჯერად თავად ილია ჩაეხსნა ბრძოლას ჯანრთელობის პრობლემების გამო.

ილიას ბრძოლიდან გამოთიშვას დიდი გამოეხმაურება მოყვა, ვინაიდან ილია ამომავალ ვარსკლავად ითვლება და მისკენ დიდი ყურადღებაა მიმართული. თოფურიას გამოთიშვას ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა, რომელმაც მოვსარ ევლოევს პასუხის გაცემისკენ მიუთითა. ევლეოვმაც არ დააყოვნა და ილია მარტში გასამართ ივენთზე გამოიწვია.

თავად ილიამ კი პირველი განცხადება ბრძოლიდან გამოთიშვის შემდეგ, ინსტაგრამზე გაავრცელა:

“მრავალთვიანი შრომისა და თავგანწირვის შემდეგ, ბედისწერამ გადაწყვიტა რომ ამ ივენთზე არ უნდა მებრძოლა. წინა ღამით, წონის კლების პროცესში, კალიფორნიის კომისიამ მაიძულა, რომ ბრძოლაზე უარი მეთქვა… არადა 2.5 კგ-მდე მრჩებოდა დასაკლები.
საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ. საავადმყოფო უკვე დავტოვე, დავისვენე, აღდგენაც გავაკეთე. ახლა ჩემს გუნდთან ერთად ვაანალიზებთ სიტუაციას რათა მომავლისთვის იგივე არ განმეორდეს.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვისაც ვუყვარვარ და მხარს მიჭერს, ვინც ჩემს გვერდით ასეთ რთულ დროს არის. იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ.
ბოლოს კი ჩარლზ ჟორდენს მინდა გადავუხადო მადლობა, რომ ბრძოლას მოკლე დროში დათანხმდა. ნამდვილი მეომარი ხარ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *