საამაყო გუნდი – საქართველო რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპირველობის 1/4 ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:3 წააგო.

რუსეთი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, გუნდმა დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად მოიგო. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ჩვენებმაც მშვენივრად ითამაშეს, რუსეთს ტოლი არაფერში დაუდეს და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი ბრუნო პეტრიმ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე მეორე გაგვიტანეს. ბოლო გოლი მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე გავუშვით, როცა საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით უტევდა და რუსებმა ბურთი ცარიელ კარში შეაგდეს.

ცალკე აღსანიშნავია ზვიად კუპატაძემ, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 42 წლის მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მის უმაღლეს კლასში.

საბოლოო ჯამში სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დადებითად უნდა შეფასდეს. მართალია ჩვენი გუნდი ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, თუმცა 2-ჯერ ქამბექით მოიგო, ჯგუფიდან გავიდა და მარცხითაც ერთერთ ძლიერ ნაკრებთან დამარცხდა. ავთანდილ ასათიანს და მის შეგირდებს მადლობა.

Leave a comment

Your email address will not be published.