საბალენკას 19 ორმაგი შეცდომა და ლოგიკური მარცხი საკარისთან

WTA-ს წლის შემაჯამებელ ტურნირზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ – პაულა ბადოსა გარბინია მუგურუზას დაუპირისპირდება, ხოლო მარია საკარი ანეტ კონტავეიტს.

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბელორუსი არინა საბალენკას და მარია საკარის დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში. გამარჯვებული პლეიოფის საგზურს მიიღებდა, დამარცხებული კი ჯგუფში ჩარჩებოდა.

3 საათიანი მატჩი ბერძენი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა 7:6 6:7 6:3, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი საბალენკა კი პლეიოფის მიღმა დარჩა.

null

საინტერსო ფაქტია, რომ სამივე სეტში საბალენკა ანგარიშში წინ იყო ბრეიკიანი უპირატესობით. პირველ სეტში არინა სეტზე აწვდიდა(5:3), თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო მოგვიანებით უკვე სეტბოლი ქონდა მიღებაზე(5:4-ზე).

მეორე პარტიაში ბელორუსი ჩოგბურთელი ორჯერ აწვდიდა სეტის მოსაგებად – 5:4-ზე და 6:5-ზე, თუმცა ორივე შემტხვევაში ბერძენმა უკუბრეიკი შეასრულა.

მესამე სეტში, არინა 3:1 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი წააგო და მასთან ერტად მატჩიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას საბალენკამ 19 ორმაგი შეცდომა დაუშვა – მაგალითად პირველი სეტის ტაიბრეიკზე ორი ორმაგი ზედიზედ, მესამე გადამწყვეტ სეტში 10 ორმაგი.
მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა მატჩი 29 ვინერსით და 56 უხეში შეცდომით დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *