საბა აბულაშვილი მესამე ქართველი მსაჯია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის. საბა 4 თებერვალს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს იმსაჯებს, რომელშიც რუმინეთი პოლონეთს მასპინძლობს. მას კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.
B ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა კი, 19 თებერვალს გაიმართება და პორტუგალია რუმინეთს უმასპინძლებს. აქ მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.