საბა კვირკველიამ მოსკოვის ლოკომოტივი დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. 29 წლის მცველმა ამ თემაზე Leadersport.ge-სთან ისაუბრა. საბამ განაცხადა, რომ შემოთავაზებები ტოპ 5 ჩემპიონატიდან აქვს და მალე გაირკვევა თუ სად გააგრძელებს კარიერას.
“ლოკომოტივი თავაწეულმა დავტოვე. გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე, ჩემპიონატი თასი, სუპერთასი. გუნდი სიომინმა დატოვა და მეც იგივე გადავწყვიტე.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ ტოპ 5 ჩემპიონატიდან მაქვს შემოთავაზებები და მსურს კარიერა ევროპაში გავაგრძელო.”-განაცხადა ქართველმა მცველმა.
კვირკველია ლოკომოტივში 2017 წლის დასაწყისში ყაზანის რუბინიდან გადავიდა. იგი თავიდან 6 თვიანი იჯარით იყო, შემდეგ კი დედაქალაქელებმა გამოისყიდეს. საბამ ლოკომოტივთან ერთად რუსეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, 2018 წელს მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ითამაშა. 2020-21 წლების სეზონის მეორე წრე საბამ იჯარით როტორში გაატარა, ამჟამად კი როგორც უკვე გითხარით თავისუფალი აგენტია.