საბა ლობჟანიძე: მიყვარხარ ძმაო (ფოტო)

IZMIR, TURKEY - SEPTEMBER 22: Saba Lobjanidze (11) of Atakas Hatayspor in action during the Turkish Super Lig 6th week match between Goztepe and Atakas Hatayspor in Izmir, Turkey on September 22, 2021. (Photo by Mahmut Serdar Alakus/Anadolu Agency via Getty Images)

ჰატაისპორის ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტს ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. “მიყვარხარ ძმაო” – დააწერა საბამ ატსუსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი 7.8 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ატსუს მაშველები ეძებდნენ. თავიდან დაიწერა, რომ ფეხბურთელი ცოცხალი იპოვეს, თუმცა სამწუხაროდ სიტუაცია შეიცვალა.

რაც შეეხება თავად ლობჟანიძეს, მას კარიერის გაგრძელების არაერთი ვარიანტი აქვს. მისით კარაგიუმრუქი და ტრაბზონსპორი არიან დაინტერესებულები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *