საბონისის 22 ქულა და 15 მოხსნა სადებიუტო მატჩში

„საკრამენტოს“ ხელმძღვანელობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრიტიკებენ. საკალათბურთო სამყარო შოკში ჩავარდა, როდესაც „კინგზმა“ 21 წლის ჰალიბარტონი „ინდიანაში“ გაცვალა, მის ნაცვლად კი გუნდში დომანტას საბონისი გადმოიყვანა.

ტრეიდამდე 6 საათით ადრე ჰალიბარტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი თამაშით გუნდის მენტალიტეტის შეცვლას აპირებდა, თუმცა მალევე უკვე „პეისერზის“ წევრი გახდა.

NBA-ს ბევრი გუნდი შოკირებული იყო ამ მოვლენით. უმეტესობა მათგანმა არც კი იცოდა, რომ ჰალიბარტონის ტრეიდზე „კინგზთან“ დალაპარაკება შეიძლებოდა, თუმცა ეს ამერიკაა, ეს NBA-აა.

დღეს გამთენიისას, ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟს – დომანტას დებიუტი ქონდა „საკრამენტოს“ რიგებში და პირველივე მატჩში 22 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გაშანსა, მისმა ახალმა გუნდმა კი 132-119 დაამარცხა „მინესოტა“.

null

„თიმბერვულვზმა“ შეხვედრა მაღალ დონეზე დაიწყო და საწყისი მეოთხედი 37-29 მოიგო, მოედანზე ბრწყინავდა 2020 წლის დრაფტის პირველი არჩევანი ენტონი ედვარდსი, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.

მეორე პერიოდიდან უკვე მასპინძლები გამოფხიზლდნენ და მეტოქის კალათი დაბომბეს საშუალო და შორი დისტანციებიდან. ჰარისონ ბარნსის (30 ქულა, 8 მოხსნა) და დაარენ ფოქსის (27 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი) დუეტმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ უკვე წინაც გაიყვანა საკუთარი გუნდი.

მეორე ტაიმის სტარტზე ისევ „მინესოტა“ გაიქცა წინ – დანჯელო რასელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა აიღო(29 ქულა+10 პასი), 3 წამიან ზონაში დომინირებდა კარლ ენტონი თაუნსი, რომელმაც ნამდვილი მასტერ კლასი ჩაატარა (21 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი) – „თიმბერვულვზი“ უკანასკნელ პერიოდს უკვე ლიდერის რანგში შეხვდა 101-99.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე დომანტას საბონისმა ზედიზედ 4 ქულა აიღ, რასაც მასპინძელთა უსწრაფესი გაქცევა მოყვა ანგარიშში 14-2. „საკრამენტომ საბოლოოდ იგდო ხელთ ლიდერობა და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *