საბურთალომ ბენდელას თასი მოიგო – მორიგი ლამაზი ტურნირი ქართველ და არამარტო ქართველ ბავშვებს (ვიდეო)

ბენდელას სტადიონზე საბურთალომ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის რიგით 31-ე ტურნირი ბენდელას თასი ჩაატარა. თასს საბურთალო დაეუფლა, რომელმაც ფინალში რუსთავის რუსთავი 2:0 დაამარცხა. გოლები დემეტრე ჩხარტიშვილმა და ზუკა წიბახაშვილმა გაიტანეს. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს 2 აზერბაიჯანული გუნდი საბაჰი და ვატანი შეხვდა, მატჩი საბაჰის სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს პრიზები საბურთალოს დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, საბურთალოს სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ, საბურთალოს მთავარი გუნდის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გრიგოლ ცაავამ და ზაზა ბენდელიანის დამ ვერიკო ბენდელიანმა გადასცეს.

საუკეთესო მეკარე – საბა ხელაძე (საბურთალო)
საუკეთესო მცველი – დემეტრე ჩხარტიშვილი (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – ნიჰატ გუსეინზადე (საბაჰი)
საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ღუნაშვილი (რუსთავი)
მაყურებელთა სიმპატია – ალეზადე ულვი – (ვატანი)
საინტერესო ფეხბურთელი – სანდრო ჯიღაური (რუსთავი)
ტექნიკური ფეხბურთელი – სანდრო მარჩენკო (საბურთალო)
საუკეთესო გოლი – კახი კოჭუაშვილი (საბურთალო)
ტურნირის აღმოჩენა – ნიკა ქავთარაძე (ვიკინგი)
ზაზა ბენდელიანის სახელობის პრიზი – გიორგი დერევიაჩენკო (რუსთავი)
ყველაზე პატარა ფეხბურთელი – ნიკოლოზ ლობჯანიძე (საბურთალო)
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი პირველი (საბურთალო)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *