საბურთალომ 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი საიმონ სეფერნინგსი დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
სეფერნინგსი მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილია. ერთი პერიოდი იგი მიუნხენ 1960-ის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ალემანიაში თამაშობდა.
საბურთალო ეროვნულ ლიგაში 36 ქულით მე-4 ადგილზეა. უახლოეს მატჩს გუნდი დღეს, 16 სექტემბერს თელავის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: საბურთალოს ფეისბუქ გვერდი