საბურთალოს ფეხბურთელი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 21 წლის მცველი ლა ლიგის ბინადარ კადისში გადავიდა. კადისმა გიორგი 1 წლიანი იჯარით გამოსყიდვის უფლებით წაიყვანა. ინფორმაცია საბურთალოს ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
როგორც უკვე გითხარით, ჯინჯოლავა საბურთალოს აღზრდილია. 2018 და 2019 წლებში მან თბილისელთა რიგებში თითო თითო მატჩი ჩაატარა. 2020 წელს ჯინჯოლავა ლოკომოტივში გაანათხოვრეს, წელს კი კვლავ მშობლიური გუნდის წევრია. გიორგის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად იგი 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.
რაც შეეხება კადისს, გუნდი ლა ლიგაში შარშან ზაფხულში აღზევდა და წინა სეზონში 44 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.