საბურთალო ახალ მინი ტურნირში ჩაერთვება

ხვალ 28 ივლისს საბურთალო აზერბაიჯანულ კლუბ საბაჰს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ახალი მინი ტურნირის ეგიდით გაიმართება, რომელიც აზერბაიჯანის სპორტის და კულტურის ყოფილი მინისტრის აზად რაჰიმოვის ხსოვნას მიეძღვნება და მისი სახელობის იქნება.

აღნიშნული თასი გაიმართება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, რომლის პარტნიორია ლიდერბეთი გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *