საგარეო გველისტყაოსანი

მილანის ინტერმა ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა. მაისურა თეთრია და მასზე შავ-ლურჯი გველის სილუეტი დაიკლაკნება. ამავე ფერის ზოლებია დატანილი სახელოებზეც.

ორიოდ კვირის წინათ ნერაძურიმ ახალი საშინაო ფორმის პრეზენტაციაც მოაწყო, სადაც ასევე გველის ტყავის სილუეტებია დატანილი.

მოკლედ, ამ სეზონში ინტერის თილისმა უხსენებელი იქნება.

ცნობისთვის, გველები – ინტერის ერთ-ერთი მეტსახელია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *