სადაა ბარსელონა? სადაა Nike? სადაა გოლები?

ბარსელონა – ნაპოლი 1:1. ევროპა ლიგაზე ჩავის გუნდმა პირველი თამაში ვერ მოიგო, არადა ბევრი მომენტი შექმნა. ჩავი სწორედ ამაზე საუბრობდა მატჩის შემდეგ: რეალიზაციის მხრივ დიდი პრობლემები გვქონდა და ერთი გოლი ცოტააო.

ის გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, მაგრამ 4 მშვენიერი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ახალგაზრდა ესპანელმა იტირა და თანაგუნდელები ამშვიდებდნენ.

ფერან ტორესი სხვა მხრივაც მოექცა „ეპიცენტრში“. მის მაისურზე არც ბარსას ლოგო იყო გამოსახული და არც Nike-ს. გულშემატკივრებმა იხუმრეს, ამდენი შანსის განიავებაც მაგ გადასაგდები მაისურის ბრალიაო.

Leave a comment

Your email address will not be published.