გააფორმებს თუ არა ლუკა მოდრიჩი ახალ კონტრაქტს რეალთან? ეს ჯერ ვერ ხერხდება. რეალის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს და მოდრიჩიც უკმაყოფილოა – წერს ესპანური Relevo.
ხორვატს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბი ჯერ სცდის, თუ როგორ ჩატარებს სეზონის გადამწყვეტ თამაშებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. ნდობის ფაქტორია. მოდრიჩი სექტემბერში 38 წლის ხდება და კლუბი შიშობს…
არადა, ლუკამ იანვარში საუდის არაბეთიდან უარყო წინადადებები და რეალში სურს კარიერის დასრულება.
თანაც გაირკვა სხვა ამბავი: მოდრიჩთან მოლაპარაკებას იმიტომ აჭიანურებენ, რომ ჯერ ტონი კროოსის კონტრაქტის თემას და ასევე, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. ანუ, მოდრიჩი რიგში დგას.
რეალის N 1 სამიზნე სწორედ დორტმუნდის ინგლისელი ნახევარმცველია და მას თუ გაიფორმებს, დიდი შანსია, მოდრიჩს ამ ზაფხულს წასვლა მოუწიოს.