სად არის ახლა ექიმი ევა? – გახსოვთ, ალბათ…

 

2015 წელს, ევა კარნეიროს სახელი ყველამ გაიგო. ის ჩელსის ექიმი იყო და, პრემიერლიგის პირველსავე შეხვედრაში, ჟოზე მოურინიომ მისი მუშაობის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა. ლონდონელები სუონსისთან თამაშობდნენ, როდესაც აზარმა ტრავმა მიიღო, კარნეირო კი დასახმარებლად გაიქცა.

მწვრთნელი გაგიჟდა – აზარს მოედნის დატოვება მოუხდა, გუნდმა კი ძვირფასი დრო დაკარგა, ჩელსის კი გოლი სჭირდებოდა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში, მოურინიო აფეთქდა: “ექიმების მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი. მიუხედავად იმისა, სათადარიგოთა სკამზე ექიმი ხარ თუ მდივანი, თამაშის შეგრძნება უნდა გქონდეს”

იგულისხმებოდა, რომ კარნეიროს დახმარების გარეშე, აზარს მატჩის გაგრძელება შეეძლო…

ევას პირველ გუნდთან მუშაობა შეუჩერეს – ეს ჟოზეს გადაწყვეტილება იყო. გუნდში ამან მდგომარეობა დაძაბა, რადგან ბევრ ფეხბურთელს ექიმთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბიდან თვე-ნახევრის შემდეგ, კარნეირომ ჩელსი დატოვა და როგორც კლუბს, ასევე მწვრთნელს უჩივლა – სამსახურიდან წასვლა მაიძულესო.

კომპენსაციის სახით, ლონდონელებმა ევას 1.2 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. საბოლოო ჯამში, მხარეები 1 წლის შემდეგ შეთანხმდნენ, როდესაც მოურინიო ჩელსიში უკვე აღარ მუშაობდა.

“ბედნიერი ვარ, რომ ეს საქმე დაიხურა. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სტრესული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა ცხოვრებას ვაგრძელებ,” – თქვა კარნეირომ.

ჩელსიდან წასვლის შემდეგ, მან ახალი სამსახური Sports Medical Group-ში მალევე დაიწყო. ისინი ინდივიდუალურ მიდგომასა და სრულ კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევიან – სავარაუდოდ, მათი მომხმარებლები სუპერვარსკვლავები არიან.

საიტზე, ევას “კონსულტაციის სპეციალისტს” უწოდებენ.

ის კონსულტაციას კატარის ერთერთ კლინაკასაც უწევს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ღირსეულად მოემზადონ.

ფეხბურთთან მისი კავშირი ამით არ შემოიფარგლება. ის კლუბ ლიუისის ერთერთი აქციონერი გახდა, თუმცა მისი წილი სიმბოლურია. ლიუისს კაცების გუნდი მეშვიდე ლიგაში, ქალების გუნდი კი ჩემპიონშიფში თამაშობს.

“მიყვარს ეს მშვენიერი თამაში, ფეხბურთს დიდი ძალა აქვს. წარმოიდგინეთ, რომ მისი გამოყენება კარგი საქმეებისთვის შეიძლება. წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცებსა და ქალებს სპორტში თანაბარი ანაზღაურება აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ კლუბი, რომელიც ამ ფასეულობებს  იცავენ – ეს ყველაფერს ნიშნავს,” – დაწერა ევამ.

ინსტაგრამიდან ასევე ირკვევა, რომ ვარკიროს მთავარი გატაცება ცხენებია. მისი ყოველი მესამე პოსტი, სწორედ ცხენებს შეეხება. ტვიტერიდან შევიტყვეთ, რომ ევასა და მის ქმარს ესპანეთში რემა აქვთ…

რა თქმა უნდა, ევას მოურიონიოსთან კონფლიქტზე ხშირად ეკითხებიან

“ზოგიერთ ადამიანს უნდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს მაშინ, როდესაც ჩემს საქმეს ვაკეთებ. გულწრფელი რომ ვიყო, რეაბილიტაციისთვის დრო მჭირდებოდა, რათა ჩემი საქმით სიამოვნება ისევ მიმეღო. მინდა ექიმი ვიყო, რომელიც ყურადღების ცენტრში არ არის. როდესაც ჩემი სახელი ყველა გაზეთში იყო, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი” – თქვა ევამ 2020 წელს.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ზაფხულში, ნახევარფინალის შემდეგ, ევამ დაპოსტა: “6 წლის შემდეგ, ფეხბურთისგან სიამოვნებას ისევ ვიღებ”

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.