ლევერკუზენი-დორტმუნდი 3:4, გიჟური მატჩი ბაიარენაზე. ერლინგ ჰოლანდმა გოლი რომ გაიტანა, ტრიბუნისკენ გაიქცა, იქიდან კი სხვადასხვა ნივთები ესროლეს დორტმუნდის ფეხბურთელებს.
მაგარი რეაქცია გამოავლინა სტუმართა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა. ნასროლი ლუდის ქილა დაიჭირა, მოსვა კიდეც და დააგდო…
18 წლის ბელინგემმა თამაშის მერე თქვა, რომ პირველად გასინჯა ლუდი და არ მოეწონა.
ჰოლანდმაც აიღო ქილა, უსუნა და ძირს დააგდო.