სად მიდის რამოსი?

მადრიდის რეალში, 16 წლიანი ლეგენდარული კარიერის შემდეგ, სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ახლა, ამ ამბავში, მთავარი შეკითხვაა – სად გააგრძელებს ესპანელი კარიერას?

მიუხედავად ტრავმიანი სეზონისა, მონდომების, შესაძლებლობებისა და ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე, მინიმუმ 2 წელი მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია.

რას გადაწყვეტს? მიმზიდველი საგადასახადო სისტემის გამო, ის იტალიაში წასვლას აირჩევს თუ არჩევანს სიტისა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გააკეთებს?

ამჟამად, მისი ტრანსფერით პსჟ და ჩინური კლუბები დაინტერესებულნი არ არიან. 2 წლის წინ, რამოსი ჩინეთთან ახლოს იყო…

ასევე, ვარიანტი არის, რომ სერხიო სევილიაში დაბრუნდება. მისი მეუღლე სწორედ სევილიაში ცხოვრობს და მუშაობს. რეალის ფანებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ შესაძლებელია.

რამოსის მიზანი ნათელია, მომავალ წელს, მას სურს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, ყატარში…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *