სად შეძლებთ დავით ქირიას ბრძოლის ყურებას – ინსტრუქცია

დღეს, თბილისის დროით 14:30 წუთზე, One Championship-ის მორიგი ივენთი გაიმართება, რომელსაც გრან პრის ნახევარფინალური ბრძოლები დააგვირგვინებს. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ნატავუტი და ალაზოვი დაუპირისპირდებიან, ხოლო საღამოს მთავარი ორთაბრძოლა სიტიჩაისა და დავით ქირიას შორის გაიმართება. ნახევაფრინალში გამარჯვებულები ფინალში, მილიონი დოლარისთვის იბრძოლებენ.

ბრძოლის პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, One Championship-ის ოფიციალ იუთუბ გვერდზე. ივენთი 14:30ზე დაიწყება, ხოლო დავით ქირიას ბრძოლა ბოლო, რიგით მე-11 იქნება. ნახევარფინალები 16:30 წუთზე აიღებს სტარტს.

Leave a comment

Your email address will not be published.